fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: “დღეს ჩემი შვილი მოკვდა, ხვალ კი სხვა მოკვდება”

საბერძნეთი შეძრა 11 წლის ბიჭის გარდაცვალებამ, რომელიც ორშაბათს ელექტრო სკუტერით გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა და მძიმე დაზიანებები მიიღო.

შემთხვევა კრეტაზე, ხერსონისოსში მოხდა. მცირეწლოვანი მიღებული დაზიანებების გამო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მისი დედა, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია, ტელეკომპანია Mega-სთან საუბრობს:

“ჩემს შვილს სკუტერი 5 ევროდ მისცეს. სხვა პატარა ბავშვებსაც აძლევენ, მათ ჩემი შვილი მოკლეს. სახელმწიფოსგან მოვითხოვ მათ უმკაცრესად დასჯას. დღეს ჩემი ბიჭი მოკვდა, ხვალ-ზეგ ვინმე სხვა მოკვდება. პირველ რიგში ეს აკრძალულია და მეორე რიგში, როგორ შეიძლება 11 წლის ბავშვს მისცე ელექტრო სკუტერი (ე.წ. პატინი), შლემის გარეშე, როდესაც დედა გვერდით არ ჰყავს. სახელმწიფოსგან ვითხოვ დაისაჯონ ისინი,” ამბობს ქალი.

onalem

ტესტ