fbpx
საზოგადოება

“ამ გოგონას თავი არ მოუკლავს” – 11 წლის იოანას ჟაკეტი და პირბადე ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს

11 წლის იოანას გარდაცვალებამ მთელი კრეტა შეძრა. სკოლაში, რომელშიც ის დადიოდა, პარასკევს სასწავლო პროცესი არ ჩატარდა, შოკურ მდგომარეობაში არიან მისი მეგობრები და მასწავლებლებიც.

როგორც უკვე ცნობილია, იმ ადგილას, სადაც იოანას ცხედარი იპოვეს, არ იყო არც მისი ჟაკეტი და არც მობილური ტელეფონი, რაც პოლიციას დიდ ეჭვებს უჩენდა. ახლა კი ირკვევა, რომ გოგონას ჟაკეტი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაკაცმა იპოვა, როდესაც უბრალოდ სეირნობდა.

“ამ ადგილას 20 წელია ყოველდღე ვსეირნობ. დილის 09:00 საათზე ყოველთვის მოვდივარ აქ. იმ კონკრეტულ დღეს დავინახე, რომ ერთ-ერთ ხეზე ჟაკეტი იყო ჩამოკიდებული და მის გვერდით ეკიდა პირბადეც. მივიხედ-მოვიხედე, ვიფიქრე, თუ ვინმეს დარჩა, ვეტყვი-მეთქი, რომ წაიღოს, მაგრამ ვერავინ დავინახე. მხოლოდ თითით შევეხე, მაგრამ მერე მოვშორდი, რადგან მეშინოდა, არავის ეფიქრა, რომ მოპარვას ვცდილობდი,” ამბობს ის.

ხანიაში მოღვაწე ადვოკატი, ანდრეას ვრონტაკისი აცხადებს, რომ იოანას თავი არ მოუკლავს:

“ჩემი აზრით, ამ გოგონას თავი არ მოუკლავს. ბავშვები 11, 12 და 13 წლის ასაკში არ მიდიან ამ აქტის განხორციელებამდე. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და იოანა კლდეზე გადავარდა.”

“მას ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, მამიდან გამომდინარე. მამაკაცი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, რამაც მიიყვანა იმ დონემდე, რომ გადაიქცა მოძალადედ ცოლ-შვილის მიმართ,” ამბობს ფსიქოლოგი, რომელიც იოანასთან მუშაობდა.

 

onalem

ტესტ