fbpx
საზოგადოება

თემის ადამანტიდი პარტნიორი ქალის ცემის ბრალდებით დააკავეს – მომღერალი პროკურორის წინაშე

ცნობილი მომღერალი, თემის ადამანტიდი პარტნიორი ქალის ცემის ფაქტზე დააკავეს. როგორც ირკვევა, ის პროკურორის წინაშე წარსდგება.

ინციდენტი პარასკევს შუაღამით მოხდა, ვარვარა კირკი აცხადებს, რომ ადამანტიდიმ მას დაარტყა, როდესაც მათ შორის მწვავე კამათი მიმდინარეობდა, ეჭვიანობის გამო. ჩანს, რომ წყვილმა ჩხუბი მესამე პირის გამო დაიწყო. როდესაც გათენდა, კირკი პოლიციაში მივიდა და მომღერლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ადამანტიდის ალექსის კუგია იცავს. ადვოკატის განცხადებით, ქალს მომღერლისთვის 7.000 ევრო აქვს მოპარული და ხშირად აშანტაჟებდა მას.

არსებული ცნობებით, ადამანტიდისა და კირკის ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა, თუმცა, კუგიას თქმით, ქალი მომღერალს თავს არ ანებებდა.

 

onalem

ტესტ