fbpx
საზოგადოება

6 თვიანი კომა და დაზიანებები გაურკვეველი მიზეზებით – პროკურატურამ 14 წლის ელენის საქმის გამოძიების ბრძანება გასცა

14 წლის ელენის ამბავმა, ვოლოსიდან, საზოგადოება შეძრა. მოზარდი 6 თვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო გარემოებები, რომლებშიც მან დაზიანებები მიიღო, ამ დრომდე დაზუსტებული არ არის. ვოლოსოს პროკურატურამ ბრძანება გასცა, საქმე სიღრმისეულად იქნას გამოძიებული.

ყველაფერი 2022 წლის 4 იანვარს დაიწყო, როდესაც გოგონა საკუთარი სახლის აბაზანაში, სავარაუდოდ, წაიქცა და თავი მძიმედ დაარტყა. მისი ოჯახის წევრების თქმით, ამ დროს ჩართული იყო წყლის გამაცხელებელი, რის გამოც, ელენის დენმა დაარტყა, წონასწორობა დაკარგა და დაეცა. ჩანს, რომ მათ არ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გოგონა საავადმყოფოში თავად გადაიყვანეს.

არსებული ცნობებით, გოგონას სახისა და კისრის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრები, რომელთა გამომწვევი მიზეზები უცნობია. სწორედ ეს დაზიანებები ხდის საქმეს უჩვეულოს, რადგან დენის დარტყმისა და დაცემის შედეგად მსგავსი ტიპის ნაკაწრები არ შეიძლებოდა გაჩენილიყო.

ელენი 6 თვე კომაში იყო და გასულ ხუთშაბათს გარდაიცვალა.

onalem

ტესტ