fbpx
საზოგადოება

20 წლის წინ, 6 ბალიანმა მიწისძვრამ ათენში 145 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ათენისთვის დღეს მომხდარი მიწისძვრა პანიკის საფუძველი არა მხოლოდ იმის გამო გახდა, რომ ის საკმაოდ ძლიერი იყო, არამედ იმიტომაც, რომ საბერძნეთის დედაქალაქისთვის მიწისძვრა არც თუ ისე ხშირი მოვლენაა. ბოლო 20 წელიწადში 5.3 ბალიანი ბიძგი ათენისთვის მეორე ყველაზე შემზარავი გამოცდილება აღმოჩნდა… თუმცა, რა მოხდა 1999 წელს?!

1999 წლის 7 სექტემბერს პარნითას მთაზე მომხდარი მიწისძვრა ათენის ცენტრალურ უბნებშიც გავრცელდა და 6 ბალიანმა ბიძგმა ქალაქის უამრავი უბანი მიწასთან გაასწორა. მაშინ სერიოზული ზიანი მიადგა კიფისიას, ნეა ფილადელფიას, კამატეროს, მეტამორფოსის, ახარნონსა და ანო ლიოსიას. თუმცა, გარდა ამისა, დაიღუპა 145 ადამიანი.

ეს იყო ბოლო 50 წელიწადში ერთადერთხელ მომხდარი და ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა საბერძნეთის დედაქალაქისთვის, რომლის დროსაც 1.600-მდე ადამიანი დაშავდა.

მატერიალური ზარალი კი, რაც ქალაქს მიადგა 4.2 მილიარდ დოლარს აღწევდა.

1999 წლამდე ათენში კიდევ უფრო ძლიერი, 6.7 ბალიანი მიწისძვრა 1981 წელს დაფიქსირდა, როცა 20 ადამიანი დაიღუპა.

ამბობენ, რომ დღეს ათენი სწორედ 1999 წლის მიწისძვრამ “გაიხსენა.”

იხილეთ მასალა 1999 წლიდან:

onalem

ტესტ