fbpx
პოზიტივისაზოგადოება

საოცარი კადრები მანიდან: 20 მეტრიანი ვეშაპი ნავების გვერდით მიცურავდა

მანიში დამსვენებლები საოცარი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. მეგობრების ჯგუფმა, რომელიც ზღვაში მცირე ზომის ნავით იყო გასული, აღმოაჩინა, რომ მათ გვერდით მიცურავდა ვეშაპი, რომლის ზომაც 18-დან 20 მეტრამდე იყო.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ვეშაპი, სავარაუდოდ, მამრი იყო, თავისი ზომიდან გამომდინარე და ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მარტო დაცურავდა. ამ ვეშაპს შეუძლია 2.250 მეტრის სიღრმეზე ჩავიდეს წყალში.

კბილებიდან გამომდინარე ვეშაპის ამ ტიპს ადარებენ დელფინსაც. იმისთვის, რომ კალამარებით გამოიკვებოს თავი, მამრი ვეშაპი 500-დან 1000 მეტრამდე ყვინთავს 25-დან 60 წუთამდე, ხოლო მდედრ ვეშაპს ამ სიღრმეზე გაჩერება 20-დან 24 წუთამდე შეუძლია.

მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 70 წელია, მამრი 57 ტონამდე იწონის, ხოლო მდედრი ვეშაპი 24 ტონამდე.

onalem

ტესტ