fbpx
საზოგადოება

შემზარავი შემთხვევა ათენში: ალბანელმა პაციენტმა ექთანი დანით დაჭრა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა

ბერძნული საზოგადოება შეძრა დღეს დილით Attikon-ის საავადმყოფოში მომხდარმა შემთხვევამ. გარდაცვლილია პაციენტი, დაჭრილია ექთანი, ხოლო პალატაში, სადაც მამაკაცი იყო მოთავსებული, საზარელი სურათი დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცი, ალბანეთის მოქალაქე, საავადმყოფოში, სამკაციან პალატაში იყო მოთავსებული. მან დღეს დილით, 05:20 საათზე, ზარი დარეკა, რომ ექთანი დასახმარებლად მოეხმო, თუმცა, სინამდვილეში მას სამზარეულოს დანით შეიარაღებული ელოდებოდა. როცა 32 წლის ექთანი ადგილზე მივიდა, ჯერ დანით დაესხა თავს, ხოლო შემდეგ ძირს დააგდო და ცემა დაუწყო.

ექიმების თქმით, 32 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც ორი შვილის დედაა, მძიმეა, თუმცა, დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. ჭრილობები აქვს ზურგის, მკერდის და თავის არეში.

ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცი მე-5 სართულზე ავიდა, ფანჯრიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მის ჯანმრთელობის ისტორიაში, არ არის აღნიშნული რაიმე ფსიქიკური დარღვევის შესახებ.

ვრცელდება კადრები, თუ რა მდგომარეობაა შემთხვევის ადგილას:

onalem

ტესტ