fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის პოლიციის “სკუპა”: დაკავებულია 3 უსაბუთო ემიგრანტი და 3 ბერძენი ქალი

საბერძნეთის პოლიციამ სპეციალური ოპერაცია, “სკუპა”, ამჯერად თესალონიკში ჩაატარა. ქალაქის ცენტრში საერთო ჯამში 158 ადამიანი შეამოწმეს, რომელთაგან რამდენიმე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრების ბრალდება მხოლოდ 3 მათგანს აქვს.

ამასთანავე, დააპატიმრეს 3 ბერძენი ქალი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით. მათ საკუთრებაში აღმოაჩინეს 171 გრამი ჰეროინი.

სხვა დაკავებულებს, დაახლოებით 14 პირს, ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდება აქვთ.

პოლიცია აქტიურ მუშაობას აგრძელებს კრიმინალის აღსაკვეთად.

onalem

ტესტ