fbpx
საზოგადოება

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში: 32 წლის ქალი კბილის ამოღების შემდეგ კომაში ჩავარდა

შემთხვევის გარშემო უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც 32 წლის ქალის ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

წარმოუდგენელი ინციდენტი ლარისაში მოხდა, სადაც ორი შვილის დედა, 32 წლის ქალი, სტომატოლოგთან კბილის ამოსაღებად მივიდა, ყველაფერმა ნორმის ფარგლებში ჩაიარა და შემდეგ სახლში დაბრუნდა.

მოგვიანებით, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ოჯახმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და მაშინვე ლარისას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ექიმები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი კომაშია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა, სტაბილური.

ოფიციალური ვერსია, თუ რა დაემართა მას კონკრეტულად, უცნობია. ერთადერთი ხელჩასაჭიდი კი კბილის ექიმთან ვიზიტია, რომელსაც, სავარაუდოდ, გამოიძიებენ.

onalem

ტესტ