fbpx
კრიმინალი

ბერძენი პოლიციელები ყალბ პასპორტებს უცხოელებზე 40.000 ევროდ ყიდდნენ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია საბერძნეთის პოლიციის 6 თანამშრომელი, რომელთაც საკუთარი ძალაუფლების არაკანონიერად გამოყენება ედებათ ბრალად.

როგორც ცნობილი გახდა, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასცემდნენ ყალბ პასპორტებსა და პირადობის მოწმობებს და ამაში 40.000 ევრომდე იღებდნენ.

პირები, რომლებიც მათ მიმართავდნენ, ძირითადად კრიმინალური წარსულის მქონეები იყვნენ და პასპორტები სჭირდებოდათ ქვეყნის დასატოვებლად, რათა დაკავებისთვის აერიდებინათ თავი.

პოლიციელები ამზადებდნენ ყალბ პასპორტებსა და პირადობის მოწმობებს და თავდაპირველად 4.000, ხოლო შემდეგ 40.000 ევროდ ყიდდნენ კრიმინალებზე.

ისინი ვინც, პასპორტებში ამხელა თანხებს იხდიდნენ, ძირითადად იყვნენ ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან და ვინაიდან ყალბი საბუთებით ბერძნებად “ინათლებოდნენ” ქუჩაში თავისუფლად დადიოდნენ და სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყეს. მაგალითად: სამრეცხაო, სასურსათო და სხვა მაღაზიები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, პოლიციელებს კი შესაბამისი მუხლით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ