fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ორი უცხოელი სახლებს ძარცვავდა და იქიდან ქალის საცვლები მიჰქონდათ

მიუხედავად პოლიციის დიდი მობილიზებისა, მათი დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება. გავრცელებული ინფორმაციით, ორი უცხოელი სახლებს კრეტზე, ირაკლიოს ტერიტორიაზე ძარცვავდა. დაფიქსირებულია მინიმუმ 14 საჩივარი და ზოგიერთ შემთხვევაში სახლის პატრონების გასათიშად საძილე სპრეისაც კი იყენებდნენ.

ვარაუდობენ, რომ ისინი ალჟირელები არიან. ძარცვისას მათ სახლებიდან მიჰქონდათ ფული, ძვირფასეულობა, ტექნიკა და თუკი იქ ქალი ცხოვრობდა, მისი საცვლები…

უსაფრთხოების კამერებზე მათი ნამოქმედარი დაფიქსირებულია და პოლიცია გამოძიების ერთ-ერთ ეტაპზე ფიქრობდა, რომ ისინი სასტუმროში იყვნენ გაჩერებულები, მაგრამ როცა იქ მივიდნენ, გაქცეულები დახვდათ. თუმცა, ნომერში იპოვეს ქალების საცვლებით სავსე ჩანთა, რომლებსაც ძვირფას ნივთებთან ერთად იპარავდნენ.

 

onalem

ტესტ