fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძნული Master Chef-ის მონაწილე, რომელიც აფრიკაში დადის, რომ ბავშვებს საჭმელი მოუმზადოს

სტათის ავგუსტაკი იმ იშვიათ ადამიანთა სიაში შედის, რომელიც ფიქრობს, რომ როდესაც გასცემ, ამით შენ გაცილებით მეტს იღებ, ვიდრე ის, ვისაც აძლევ. ბერძნული Master Chef-ის მონაწილე, რომელმაც მსაჯებისგან სამი “კი” მოიპოვა, პროფესიონალი შეფი არ არის, მაგრამ აქვს გაცილებით მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მისია:

“პროფესიონალურ სამზარეულოში არასოდეს მიმუშავია. მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე დაუჯერებელი მომენტები გამოვცადე. აფრიკაში ჩავდივარ, რათა 600-მდე ბავშვისთვის საჭმელი მოვამზადო. ამას ვაკეთებ მისიონერულად… როგორც მისიას. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ნაცვლად იმისა, რომ მათ მივცე, ისინი მაძლევენ… 

ჩემს ბავშვებს ყველაფერი მივეცი. მივდივარ სამ ქვეყანაში, უგანდაში, რუანდასა და ბურუნდიში, სადაც საჭმელს 600 ბავშვისთვის ვამზადებთ. ეს ბავშვები არ ცხოვრობენ კარგ პირობებში, როგორც ჩვენ ყოველდღე და როცა მათ სთავაზობ რამეს, ძალიან ძალიან მცირედს, ისინი ხედავენ, რომ მათ მიეცი მთელი მსოფლიო. დაუჯერებელია, რაც ამ ბავშვებისგან შეიძლება მიიღო. 

მათ ვაძლევთ სასკოლო ნივთებს, ფანქრებს, საშლელებს, სათლელებს. ერთხელ ბავშვი მოვიდა და მკითხა, იყო თუ არა მისი მთლიანი ფანქარი, რადგან იქ ერთ ფანქარს სამ ნაწილად ტეხენ, რომ სამმა ბავშვმა გაიზიაროს.” თქვა ავგუსტაკიმ.

onalem

ტესტ