fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

განსაკუთრებული მზადყოფნა საბერძნეთის 13 საავადმყოფოში კორონა ვირუსის გამო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კორონა ვირუსის გამო საბერძნეთის საავადმყოფოები განსაკუთრებულ მზადყოფნას აცხადებს.

ჯერჯერობით ქვეყნის მასშტაბით არ დაფიქსირებულა დაინფიცირების არცერთი შემთხვევა, მაგრამ ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს მიერ გაცემული ბრძანებების მიხედვით, მაინც აუცილებელია, რომ პერსონალს ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა.

პროფესორები იუწყებიან, რომ საბერძნეთში ვირუსის გავრცელების შანსი მცირეა, მაგრამ შესაძლებლობა მაინც არსებობს და არაფერი გამოირიცხება. ზოგიერთი მკვლევარი კი იუწყება, რომ ქვეყანაში მომდევნო დღეებში ვირუსი აუცილებლად დაფიქსირდება.

გამომდინარე ამ ყველაფრიდან, საბერძნეთი მაქსიმალურად ემზადება იმისთვის, რომ უსუსური არ აღმოჩნდეს მომაკვდინებელი ეპიდემიის წინაშე.

როგორც ირკვევა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 13 საავადმყოფოა, რომელიც განსაკუთრებით არის აღჭურვილი კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუკი, ამის საჭიროება გახდება. მათ რიცხვში ბოლოს კუნძულ როდოსის საავადმყოფოც შევიდა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთს პანიკის საფუძველი არ აქვს, რადგან ქვეყანაში არ არის კორონა ვირუსით დაინფიცირებული არცერთი ადამიანი, ყველა ზემოთ აღნიშნული კი მხოლოდ უსაფრთხოების ზომებია.

onalem

ტესტ