fbpx
საზოგადოება

ძლიერი ხანძარი კარისტოში: 10-მდე სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

მთელი ღამის მანძილზე ბერძენი მეხანძრეები კარისტოში გამძვინვარებულ ხანძარს ებრძოდნენ. ადგილობრივი ბრიგადის ხელმძღვანელი, ევაგელო პალიო ამბობს, რომ ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლის არეშია.

ცეცხლი გვიან ღამით ევიის სამხრეთით გაჩნდა, სადაც ძალიან ძლიერი ქარი ქროდა (9-10 ბალი) და საფრთხის გამო 10-მდე სახლიდან მოსახლეობა გაიყვანეს. რამდენიმე საათის მანძილზე მეხანძრეები გაძლიერებული ძალებით ცდილობდნენ, რომ ხანძარზე კონტროლი მოეპოვებინათ.

ადგილზე მუშაობდა 34 მეხანძრე, 17 მანქანით.

onalem

ტესტ