fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ყოფილ თანამდებობის პირს 100 ევროს გამო დენი ჩაუჭრეს

გუშინ, კორინთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, დენი ჩაუჭრეს. მამაკაცის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რადგან ოპერაცია, რომელიც მას სჭირდებოდა, გადაიდო.

ბატონი პოტრის განცხადებით, ელექტროენერგიის სამსახურმა აღმოაჩინა მისი ძველი დავალიანება, რომელიც 100 ევროს შეადგენდა. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩაუჭრეს მოხუცს დენი.

“10-ჯერ მაინც ვცადე მათთან დარეკვა, თუმცა, არავინ მიპასუხა. ამიტომ, იძულებული გავხდი ოფისში მივსულიყავი. მძიმე ავადმყოფი ვარ და აპარატი, რომელსაც მე ვიყენებ ელექტროენერგიის ნაკადს საჭიროებს. ამ მოწყობილობის გარეშე, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”, – განაცხადა ბატონმა პოტრისმა.

onalem

ტესტ