fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ვაქცინის გაკეთება შესაძლოა სავალდებულო გახდეს – ვის ეხება?!

კირიაკოს მიცოტაკიმ მარა ხაზარეასთან საუბრისას განაცხადა, რომ სექტემბრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით შესაძლოა ცვლილებები გვქონდეს. პრემიერმა დაუშვა ვაქცინაციის ვალდებულების დაწესება.

“სიტუაცია განსხვავებულია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთათვის. მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხით ძალიან ვარ დაინტერესებული და მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა რაიმე დაძაბულობა შევქმნა საავადმყოფოებში, უნდა აღვნიშნო, რომ სექტემბრიდან თავიდან უნდა გადავხედოთ ამ საკითხს. 

ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, რომ საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალისთვის ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო. შეუძლებელია, რომ იზრუნოთ სხვა ადამიანებზე და თავად არ იყოთ დაცული და უსაფრთხოდ. იმით, რომ შენ არ ხარ დაცული, საფრთხეს ქმნი იმ გარემოსთვისაც, სადაც სამედიცინო მომსახურების გაწევაა საჭირო.

ამ საკითხზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა შემცირდება, სავარაუდოდ, შემოდგომაზე იქნება ამის საშუალება. საჭიროა, რომ თავიდან გადაიხედოს ეს საკითხი, ექსპერტებისა და მთავრობის თანამშრომლობით.”

ამრიგად, პრემიერმა განაცხადა, რომ შემოდგომიდან საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალისთვის ვაქცინის გაკეთება შესაძლოა გახდეს სავალდებულო.

 

onalem

ტესტ