fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი ექიმი, რომელმაც 15, 000-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

ეს საოცარი ადამიანი ნამდვილი ჰუმანიზმის დიდი მაგალითია. მას უამრავი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ”თანამედროვე მედიცინის მისიონერის” ტიტული.

თუმცა მისთვის სახელი, ფული და დიდება მნიშვნელოვანი არ არის. ექიმი ავქსენდიო კალანგოსი ცხოვრობს იმისთვის, რომ ბავშვების სიცოცხლე იხსნას, დაუბრუნოს ღიმილი მათ, ვინც გულის სერიოზული პრობლემებით იტანჯება.

მან ბოლო ათწლეულში 15, 000-ზე მეტი ოპერაცია ჩაატარა და ეს ყველაფერი უფასოდ! ის ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

1998 წელს კალანგოსმა საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა, სახელწოდებით «Coeurs pour tous» (გული ყველასთვის). მას შემდეგ ის ქირურგთა ჯგუფთან ერთად მსოფლიოს მაშტაბით მოგზაურობდა და ხალხს გადაუდებელ ოპერაციებს უტარებდა.

უნივერსიტეტი 23 წლის ასაკში, სტამბოლში დაამთავრა. ამბობს, რომ უყვარს დარიჩინის სურნელი და ოფისში ყოველთვის აქვს ბოთლით, რადგან ეს მას კონსტანტინოპოლს ახსენებს.

ექიმის მამა ფიზიკოსი იყო, რომელიც პედიატრიულ კლინიკაში, თურქეთში მოღვაწეობდა. კალანგოსი მამის გზას გაჰყვა და ცხოვრების მიზნად დაისხა ემუშავა, მაგრამ არა ფულისთვის. ის 2004 წელს გარდაიცვალა. ის იყო ადამიანი, რომელსაც თურქები დღესაც იხსენიებენ, როგორც ”ადამიანს, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება შეეძლო.”

onalem

ტესტ