fbpx
პოლიტიკა

“კაფეები და რესტორნები გაიხსნება აღდგომის შემდეგ, გადაადგილება მუნიციპალიტეტებს შორის შეიძლება დაიშვას ყოველდღიურადაც” – კირიაკოს მიცოტაკის ახალი განცხადებები

კირიაკოს მიცოტაკიმ მარა ზახარეას ინტერვიუ მისცა, რომელიც ტელეკომპანია STAR-ზე გავიდა. პრემიერმა ისაუბრა ზომების მოხსნის შესაძლო სცენარზე და განაცხადა, რომ გამორიცხულია კაფეების-ტავერნებისა და რესტორნების გახსნა აღდგომამდე. ეს მოხდება მხოლოდ მაისის თვეში.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილების დაშვებას, ყოველდღიურად და არა მხოლოდ შაბათ-კვირას, პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილების შეტანა შესაძლებელია უახლოეს მომავალში. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ის საკითხიც, შეძლებენ თუ არა აღდგომის სოფლებში გატარებას.

“ამას ექსპერტები გვეტყვიან. წინ ჯერ კიდევ ორი კვირა გვაქვს, რომ ვნახოთ პანდემიის განვითარება. ყველას გვინდა, რომ აღდგომა ჩვენს სოფლებში გავატაროთ, იქ, საიდანაც წარმოშობით ვართ.

როდესაც რესტორნები გაიხსნება, აუცილებლად გაიხსნება ჯერ მხოლოდ გარე ტერიტორიები. თუ ჩემი პირადი პროგნოზი გაინტერესებთ, ვიტყვი, რომ აღდგომამდე ეს არ მოხდება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილების დაშვებას, თუკი შაბათ-კვირის აკრძალვის მოხსნამ კარგად იმუშავა, აუცილებლად მოიხსნება ეს აკრძალვა კვირის სხვა დღეებზეც.

ის ტემპი, რომლითაც ვაქცინაცია მიმდინარეობს და ამინდის გაუმჯობესება, რომელიც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ვირუსის გადადების ტენდენციას ამცირებს, დაგვეხმარება, რომ გადავიდეთ გარკვეულ სტაბილურ მდგომარეობაში, რადგან ჩვეულებრივ ზაფხულს ვერ დავუბრუნდებით, ეს ზაფხული ვერ იქნება ისეთი, როგორიც მაგალითად 2019 წელს გვქონდა, მაინც იარსებებს უსაფრთხოების წესები. უდავოა მხოლოდ ერთი რამ, რომ სწრაფად დაიკლებს რეანიმაციულ პაციენტთა რიცხვი და შესაბამისად, ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე. შემდეგ უკვე უსაფრთხოდ შეგვეძლება გავაგრძელოთ ფუნქცნიონირება ჩვენც და ეკონომიკამაც,” განაცხადა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ