fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ბინის საქირავებლად მივიდნენ და მოხუცს 750 ევრო წაართვეს

ამ დროისთვის დაპატიმრებულია 24 წლის ბერძენი გოგო, ხოლო მის 19 წლის თანამზრახველს ამ დრომდე ეძებენ. ისინი 71 წლის მამაკაცთან ბინის ქირაობის მიზნით მივიდნენ, მაგრამ საბოლოოდ მოხუცი გაძარცვეს.

ინციდენტი ლამიაში მოხდა. 71 წლის მამაკაცი მათ თავის ოფისში ელოდებოდა, სადაც ერთ-ერთი ბინის ქირაობაზე უნდა შეთნხმებულიყვნენ. იქ მისულმა წყვილმა კი ის ძირს დააგდო, სცემა და 750 ევრო წაართვა.

დამნაშავეები გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ 24 წლის გოგოს დაკავება შეძლო. დაპატიმრების ორდერი გაცემულია 19 წლის ბიჭზეც, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.

onalem

ტესტ