fbpx
საზოგადოება

ათენი: დამლაგაბელ ქალს დამსაქმებელმა ტელეფონში თავისი შვილების ფოტოები უპოვა

უპრეცენდენტო შემთხვევა ათენში, კერძოდ, კიფისიაში მოხდა. პოლიციის ოფიცრები მამაკაცმა გამოიძახა და ადგილზე მისვლის შემდეგ განუცხადა, რომ მის სახლში მომუშავე დამლაგებელი ქალის ტელეფონში საკუთარი შვილების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები იპოვა.

საუბარია 28 წლის დამლაგებელ ქალზე, წარმოშობით ნეპალიდან, რომელსაც დამსაქმებელმა საკუთარი მცირეწლოვანი შვილების შიშველი ფოტოები უპოვა.

28 წლის ქალი ადასტურებს, რომ ფოტოები თავად გადაიღო და განმარტავს, რომ ეს ხუმრობით, გასართობად გააკეთა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ნეპალელ ქალს ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტოები უკვე ინტერნეტში რამდენიმეგან ჰქონდა გადაგზავნილი.

დამლაგებელის წინააღმდეგ საქმე ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შენახვა/გავრცელებისა და პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტზე აღიძრა.

onalem

ტესტ