fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სამი შვილი, ფული, წარმატება, გეგმები – რის გამო შეიძლებოდა 44 წლის ბერძენ ქალს სიცოცხლე დაესრულებინა

44 წლის ბერძენი ქალის გარდაცვალებამ უამრავი კითხვა გააჩინა, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია. მას, ერთი შეხედვით, საუკეთესო ცხოვრება ჰქონდა: სამი არაჩვეულებრივი შვილი, სიყვარული, წარმატება, ფული, გეგმები, ოცნებები, მზიანი აწმყო და ნათელი მომავალი… მაგრამ ზუსტად 7 დღის წინ მან თავი ჩამოიხრჩო… პოლიცია ცდილობს დაადგინოს, იყო ეს ნამდვილად თვითმკვლელობა, თუ არსებობს კრიმინალური დანაშაულის საფუძველი?!

2019 წლის 13 მარტს ლინა თავის სამივე შვილს ჩაეხუტა, დააძინა და პირველ სართულზე ჩავიდა. მან დედას დაურეკა და ძილინებისა უსურვა, შემდეგ 23:00 საათისთვის მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ბავშვებს ეძინათ და მოგვიანებით ახლოდან ისაუბრებდნენ.

დაახლოებით ღამის 02:00 საათზე მისმა მეუღლემ, კოსტამ, სახლის კარი შეაღო, მაგრამ შიგნით ვეღარ შევიდა, რადგან ლინა ჩამომხრჩვალი დაინახა. მას ყელზე ჰალსტუხი ჰქონდა შემოხვეული. მამაკაცმა შოკისგან ხმა ვერ ამოიღო და დღემდე ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს პასუხი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი.

მათი მატერიალური მდგომარეობა საკმარისზე კარგი იყო, არცერთ მათგანს არ აწუხებდა ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა. არავინ იცოდა რაიმე ისეთი, რაც ლინას განსაკუთრებით აწუხებდა. ის იყო ქალი, რომელსაც შვილები სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და ოჯახის განცხადებით, არ მოიძებნება მიზეზი მათ გონებაში, რომელიც ლინას თვითმკვლელობის ჩადენისკენ უბიძგებდა.

მას და კოსტას 20 წლიანი სიყვარული აკავშირებდათ…

onalem

ტესტ