fbpx
საბერძნეთი

“თებერვლის შემდეგ არ ვყოფილვარ არც კაფეში და არც რესტორანში” – ციოდრასის სიტყვები, რომლებმაც გამოხმაურება გამოიწვია

ციოდრა-ხარდალიასის მიერ გაკეთებული განცხადებები სარესტორნო სფეროს წარმომადგენელთათვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ შეურაცხყოფად ჩათვალეს მათ მიერ ნათქვამი სიტყვები, ვინადაინ ბიზნესმენთა უმრავლესობამ ძალიან დიდი ხარჯი გასწია, კლიენტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რაზეა საუბარი და რა თქვა ციოდრასმა?!

“მე ვიტყვი ერთ მაგალითს… კაფესა და რესტორნებში არ ვყოფილვარ თებერვლის შემდეგ. არ ვცხოვრობ ისე, როგორც ვცხოვრობდი მანამდე. სხვანაირად არ შემიძლია აღვწერო ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ვინმე იგივენაირად იქცევა, ის გამიგებს.

თუ საჭირო და აუცილებელი იქნება, რომ წავიდე და ერთი მეგობარი მოვინახულო, არ მოვიხსნი პირბადეს, მოვიხსნი მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმეს მივირთმევ. შემდეგ ისევ გავიკეთებ.

ვიცი ამბობენ, ეს შეუძლებელია ბატონო ციოდრა, არ შეიძლება ასე მოხდეს. მესმის, მაგრამ ამ წუთისთვის ერთადერთი არჩევანი, იმისთვის, რომ არ გადავდო ვირუსი სხვას, სწორედ ეს არის.”

ხარდალიასი ასევე შეეხო თემას, თუ როგორ არღვევენ ზოგიერთი კაფე-ბარები მიღებულ უსაფრთხოების ზომებს და მუშაობენ აკრძალულ საათებში, ასევე შიგნით არ არის დაცული დისტანცია.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსგავს დაწესებულებაში შესვლისას მოგვეთხოვება პირბადის ტარება და მისი მოხსნა დასაშვებია მხოლოდ სასმლისა თუ საკვების მირთმევისას.

 

onalem

ტესტ