fbpx
საბერძნეთი

29 წლის გოგონას უეცარი გარდაცვალება კრეტაზე – ახალაგზრდა საკუთარმა პარტნიორმა იპოვა

კრეტაზე, კერძოდ, რეთიმნოში, 29 წლის გოგონას გარდაცვალება ამ დრომდე იდუმალებით არის მოცული. როგორც ირკევვა, ახალგაზრდა ქალი გუშინ ღამით თავისმა პარტნიორმა იპოვა უგონო მდგომარეობაში.

არსებული ცნობებით, მამაკაცი თავის მეორე ნახევარს მთელი დღის მანძილზე ეძებდა, საბოლოოდ იპოვა სახლში, რომელსაც ქირაობდა და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სამწუხაროდ, მისი გარდაცვალება დადასტურდა. ექიმების ძალისხმევას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

ახალგაზრდა ქალი რეთიმნოში სწავლობდა და მუშაობდა და როგორც ცნობილია, ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია. სწორედ აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.

მედია იუწყება, რომ დაგეგმილია სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, რის გამო დაიღუპა ადრეულ ასაკში ადამიანი, რომელსაც არ აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემები

onalem

ტესტ