fbpx
საბერძნეთი

აგრინიო: მოსწავლეებმა სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს

აგრინიოს ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები იპოვეს. ადგილზე მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და იარაღი შესამოწმებლად სასამართლოს საგამოძიებო სამმართველოს გადაუგზავნეს.

პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადება:

”აგრინიოს უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცრები სკოლაში კანონდარღვევის გამო გამოცხადდნენ, სადაც უცნობი პირის მიერ საგულდაგულოდ დამალული იარაღი, მოსწავლეებმა იპოვეს.”

ჯერჯერობით არ ვრცელდება შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. პოლიცია ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, რათა დაადგინონ, თუ რა ვითარებაში და რა მიზეზით მოხვდა იარაღი სასწავლო დაწესებულებაში.

onalem

ტესტ