fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი 28 წლის ინჟინერს გლოვობს, რომელიც ორმა მანქანამ გაიტანა – ახალგაზრდა ცდილობდა, ავტობუსისთვის მიესწრო

ბერძნული საზოგადოება შეძრა 28 წლის ახალგაზრდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ, რომელსაც თავის განყოფილებაში დროულად სურდა მისვლა, ჩქარობდა და მირბოდა, რათა ავტობუსისთვის მიესწრო. ის საჰაერო ძალების ინჟინერი იყო და დილით 114-ე განყოფილებაში მიდიოდა, რომელშიც მსახურობდა.

მესოგიონის გამზირზე გზის ვერტიკალურად გადაკვეთისას მას დაეჯახა მანქანა, რომელსაც ერთ-ერთი ჯარისკაცი მართავდა და შედეგად გზის მეორე მხარეს გადააგდო, სადაც საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანაც დაეჯახა და საბოლოოდ, მძიმე დაზიანებები მიიღო.

სამწუხაროდ, 28 წლის ინჟინერის გადარჩენა ვერ მოხერდა, რადგან მთელ სხეულზე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიღებული.

ახალგაზრდის ოჯახი, მეგობრები, კოლეგები – ყველა შეძრულია მომხდარით და ვერ იჯერებენ, რომ უბედურ შემთხვევას, რომელიც ტელევიზიით იხილეს, სწორედ ის შეეწირა.

onalem

ტესტ