fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სახლებსა და მაღაზიებს ძარცვავდა

საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალთა ჯგუფი დააკავა, რომელსაც ჩრდილოეთ საბერძნეთში შეიარაღებული ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტები ედებათ ბრალად.

თესალონიკის პოლიციამ გრძელვადიანი გამოძიება ჩაატარა. კერძოდ, დაკავებულია ორი პირი, 40 და 41 წლის და ასევე, მათი სამი თანამზრახველი. 20 დღის მანძილზე დაფიქსირებულია მათ მიერ ჩადენილი 9 შეიარაღებული ძარცვა, სახლებისა და სხვადასხვა მაღაზიების დაყაჩაღება თესალონიკის, ხალკიდიკის, პელას, კავალას და სერონის ტერიტორიებზე.

ასევე ნაპოვნია მათი მანქანა, რომელსაც გადასაადგილებლად იყენებდნენ და იარაღები, რომლითაც სახლებს ტეხავდნენ.

onalem

ტესტ