fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დღეს სინდაღმის მეტროსადგურის ბარიერები იკეტება!

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ათენის მეტროსადგურებში გასავლელი ბარიერები იკეტება. პირველი კი სინდაღმის მეტროსადგურია!

მგზავრებს ტრასნპორტის სამინისტრო მოუწოდებს:

– იქონიონ მოქმედი ელექტრონული ბარათი ან ბილეთი.

– გაატარონ ელექტრონული ბილეთი ან ბარათი რომელიმე შესასვლელთან, რათა ბარეირი გაიღოს.

მგზავრებს ბარათის/ბილეთის გატარება მოუწევთ მეტროში/მეტროდან თითოეული ჩასვლა/ასვლის დროს.

ანთუპოლი, პერისტერი, სეპოლია, ილიუპოლი, ალიმოს, არგირუპოლი, ელინიკო, აგია მარინა, კერამიკოს, ხოლარგოს, ნომისმატოკოპიო, აგია პარასკევი, ხალანდრი, ტავროს, მარუსი დაიკეტება 11 მარტს!

აგიოს ანტონიოს, ელეონას, აგიოს დიმიტრიოს, აეროპორტი, ეგალეო, დუკისის პლაკენტიას უკვე დაკეტილია! (ღია რჩებოდა მხოლოდ შშმ პირებისთვის გასავლელად).

ყველა სხვა მეტროსადგურში ბარიერები 15 მარტისთვის უკვე დაკეტილი იქნება.

OASA-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის გაცემულია 540, 000 ელექტრონული პერსონალური ბარათი.

 

onalem

ტესტ