fbpx
კატეგორიის გარეშე

მამა თეიმურაზი ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მიმართავს

მორწმუნეთა საყურადღებოდ!

ძვირფასო მეგობრებო,

საბერძნეთის მთავრობამ, განათლებისა და ჯანმრთელობის მინისტრების ინიციატივით, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით იკრძალება თავშეყრის ადგილებში ყოფნა. რადგან ეკლესია ოფიციალურად სახელმწიფოს იურიდიული პირია, ამიტომ ეს აკრძალვა მასზეც ვრცელდება. კერძოდ:
30 მარტამდე ტაძრებში არ ჩატარდება მწუხრი, ცისკარი, წირვა. ტაძრები იქნებიან ღია, მორწმუნე ადამიანს შეეძლება შევიდეს, სანთელი დაანთოს და თავისთვის ილოცოს. თუკი ტაძარში მეორე ადამიანიც შევა, მათ შორის მანძილი არაუახლეს 2 მეტრი უნდა იყოს. ტაძარში (ალბათ საკათედროში) წირვა ჩატარდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ გადაიცეს ტელევიზიით.
მონასტრებში აიკრძალა მომლოცველთა მისვლა.

ბევრს შეიძლება ეს აკრძალვები ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ როგორც მეცნიერები ამბობენ, ასე სწრაფად და მარტივად გადამდები ვირუსი კაცობრიობას აქამდე არ ახსოვს. ზიარებით რათქმა უნდა არ ხდება ვირუსის გადადება, მაგრამ საზიარებლად ჩვენ მოვდივართ სახლებიდან, ზოგი შორიდან, ზოგი ახლოდან, გზაში ვხვდებით ბევრ ადამიანს, რომლებმაც შეიძლება ჩვენ გადმოგვდონ, შეიძლება ჩვენ მათ გადავდოთ და ამიტომ მაინც ჯობია ვიყოთ კანონმორჩილნი და თავი შევიკავოთ სახლიდან გამოსვლაზე.
მოთმინებასა და გამძლეობას გისურვებთ ჩემო კარგო თანამემამულენო.

P.S. ექიმების თქმით ძლიერ სხეულს ეს ვირუსი ვერ ერევა. თუკი ატყობთ, რომ მარხვით თქვენი სხეული სუსტდება და სურვილიც გექნებათ, გაძლევთ კურთხევას რძის პროდუქტების მიღებაზე.