fbpx
კატეგორიის გარეშე

24 ივნისს ათენში ანსანმბლ “ერისიონის” კონცერტი ჩატარდა

მონატრებულ ქართველ მაყურებელს, ქართული საგანძურის მცველები საბერძნეთში, ღალაცის ოლიმპიურ სტადიონზე შეხვდენენ. ქართული ქორეოგრაფიისა და სიმღერის უბადლო ოსტატების შოუს უამრავი ქართველი ემიგრანტი და მათი უცხოელი მეგობრები დაესწრნენ. საკონცერტო პროგრამა მაყურებლისთვის მონატრებულ სიმღერებს, ცეკვებს და განახლებულ ნომრებს შეიცავდა. მრავალრიცხოვან მაყურებელს შორის, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც იყვნენ.

კონცერტს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია საბერძნეთში ცნობილი მომღერალი თამთა გოდუაძეც, რომლის შვილმაც კონცერტის ორგანიზატორისაგან დაწესებული სპეციალური ჯილდოც მიიღო.