fbpx
საბერძნეთი

დააკავეს ბერძენი ქალი, რომელიც კლიენტებს მასაჟს უკეთებდა და პარალელურად, ძარცვავდა

გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს ბერძენი 40 წლის ქალი, რომელიც მასაჟისტად მუშაობდა და აღნიშნული პროფესიის “საფარქვეშ” ხალხს ძარცვავდა.

არსებული ინფორმაციით, ის მოკლე ვადით ქირაობდა ბინებს და იქ იღებდა კლიენტებს, მასაჟს აკეთებდა და შემდეგ, როცა ისინი საპირფარეშოში ან გამოსაცვლელად გადიოდნენ, ჩანთიდან ნივთებს და თანხას პარავდა.

როგორც ირკვევა, 40 წლის ქალი აღნიშნული საქმიანობით დიდი ხნის მანძილზე იყო დაკავებული, საბოლოოდ კი, 8 კლეინტმა უჩივლა. სასამართლო პროცესის დროს მან დანაშაულები აღიარა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ნამდვილად მასაჟისტია და აღნიშნულს არ იტყუებოდა.

მიცემული ჩვენების საფუძველზე ის დამნაშავედ სცნეს და ციხეში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ