fbpx
საბერძნეთი

დღეიდან ცვლილებები ათენის ცენტრში: ფეხით მავალი პოლიციელები, დრონები და ძაღლები

დღეიდან საბერძნეთის პოლიცია, ექსარხიაში უსაფრთხოების გამყარების მიზნით, ახალ გეგმას აამოქმედებს. როგორც ბერძნული მედია იუწყება, ათენის ცენტრალურ უბანში 90-მდე პოლიციელი ფეხით ივლის და სიტუაციას ამ გზით გააკონტროლებს.

ამავე დროს, როდესაც საქმე ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემას შეეხება, გამოძიებაში ჩართავენ სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს. ექსარხიის თავზე იფრენენ დრონები, რომლებიც სამართალდამცავებს დაეხმარება ტერიტორიის სრულიად გაკონტროლებაში.

“ეს გეგმა გადამწყვეტ წვლილს შეიტანს ექსარხიაში დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის საქმეში. ათენის მოსახლეობა კი გაცილებით დაცულად იგრძნობს თავს. აქ პოლიციის ყოფნა მუდმივი იქნება,” აღნიშნულია ათენი-მაკედონიის საინფორმაციო წყაროში.

ამრიგად, ექსარხიას MAT-ის ოფიცრები ტოვებენ და მათ ახალი, გადამზადებული პოლიციელები ჩაანაცვლებენ.

onalem

ტესტ