fbpx
საზოგადოება

ათენის სკოლაში 17 წლის ბიჭი თანაკლასელებმა კინაღამ ცემით მოკლეს

როგორც თავად ბიჭი ამბობს, თანაკლასელებს და ასევე სხვა სკოლის რამდენიმე მოსწავლეს მისი მოკვლა უნდოდათ. 17 წლის მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი და სასტიკი დაზიანებები აქვს მიყენებული, განსაკუთრებით ერთ-ერთ თვალზე.

ინციდენტი ათენში, ვირონაზე მდებარე სკოლაში მოხდა. 17 წლის ბიჭი თავისი დის დაცვას ცდილობდა, რომელიც ყოველდღიურად ბულინგის (დაცინვის/დამცირების) მსხვერპლია.

“საშინლად მცემდნენ, დიდი სიძულვილით, ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ მოვეკალი. შევეცადე თავი დამეცვა, მაგრამ დაახლოებით 17 ადამიანი მირტყამდა და ვერაფერს გავხდი. ვერ ვიგებდი, თუ საიდან და ვისი წიხლი მხვდებოდა, იმდენად სწრაფად მოსდევდა ერთი მეორეს,” ამბობს ის.

მისი და ამ სცენას შეესწრო და როგორც ამბობს, ბიჭს თავზე ახტებოდნენ, ისე ურტყამდნენ, რომ თითქოს მართლა უნდოდათ, რომ მოეკლათ.

“ტელეფონის ჩასადებიდან ორჯერ მომპარეს ფული. მაფურთხებდნენ და ვულგარულ სიტყვებს მეუბნებოდნენ,” ამბობს გოგონა.

17 წლის ბიჭმა ერთ-ერთ ასეთ მოძალადესთან დალაპარაკება სცადა და სთხოვა, რომ თავისი დისთვის თავი დაენებებინათ, მაგრამ ისინი მასაც დაესხნენ თავს.

როგორც ირკვევა, ბიჭის ცემა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც საქმეში მასწავლებლები ჩაერივნენ. მისი ოჯახი სასამართლოში ჩივის.

onalem

ტესტ