fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ნეგატიური რეკორდი გამეორდა – ინფიცირებულთა რიცხვი არ მცირდება

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 269 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის რიცხვი, რომელიც დაფიქსირდა ზუსტად ორი დღის წინაც, რაც ნიშნავს, რომ ნეგატიური რეკორდი გამეორდა.

დღეს ვირუსით არ გარდაცვლილა არცერთი ადამიანი, საერთო ჯამში კი ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 235-ს უდრის, აქედან 85 მამაკაცია, დანარჩენი კი ქალბატონი.

ექსპერტებს ყველაზე მეტად აღელვებთ ფაქტი, რომ გაიზარდა რეანიმაციაში მყოფთა რიცხვი და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილია 30 პაციენტი.

გარდა ამისა, პროფესორთა განცხადებით, ინფიცირებული გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურად ვლინდება, ვინაიდან ყველას არ უვითარდება სიმპტომები, რაც ნიშნავს, რომ შეუძლებელია ტესტის გარეშე იმის დადგენა, თუ რამდენად მასშტაბურად არის გავრცელებული ვირუსი.

საერთო ჯამში საბერძნეთში ოფიციალურად ინფიცირების 7934 შემთხვევაა გამოვლენილი.

onalem

ტესტ