fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ოჯახური ტრაგედია კრეტაზე: შობას შვილმა საკუთარი მამა დაახრჩო

ოჯახური ტრაგედია კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში მოხდა. 34 წლის მამაკაცმა 61 წლის მამა ჩხუბის შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმა.

შობის დღეს შვილი მამას ორ მეგობართან ერთად ესტუმრა. 61 წლის მამაკაციც მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მათ დღესასწაული მეგობრულ გარემოში, მხიარულად გაატარეს და დალიეს კიდეც.

თუმცა, როდესაც მამა-შვილი სტუმრებმა დატოვეს, მათ საშინელი ჩხუბი წამოიწყეს და 34 წლის მამაკაცმა გაიხსენა, თუ როგორ სცემდა მამა, როდესაც ის პატარა იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩხუბისას მამაკაცმა 61 წლის მამა საკუთარი ხელებით დაახრჩო.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია დაუყოვნებლივ გამოცხადდა და რამდენიმე ხანში 34 წლის მამაკაცი დააკავეს.

ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დანაშაული აღიარა.

onalem

ტესტ