fbpx
საბერძნეთი

ათენი: არასრულწლოვანი გოგონას მამამ მახე დაუგო მამაკაცს, რომელიც მის შვილზე ძალადობას აპირებდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ათენში, კერძოდ, პირეაზე მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საჭირო ზომებს იღებს კონკრეტული ადამიანი და არა სახელმწიფო.

მედია იუწყება, რომ არასრულწლოვანი გოგონას მამამ მახე დაუგო და პოლიციას დააჭერინა მამაკაცი, რომელიც მის შვილზე ძალადობას აპირებდა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სხვა ქალბატონებსა და ბავშვებსაც უკავშირდებოდა სოციალური ქსელების საშუალებით.

როგორც ირკვევა, მას ინსტაგრამის საშუალებით არასრულწლოვანი გოგონას მამა სწერდა, მოძალადეს კი, ეგონა, რომ გოგონა ესაუბრებოდა უშუალოდ. მათ შეხვედრა დანიშნეს, სადაც მამამ პოლიცია მიიყვანა და მამაკაცი დააკავეს.

ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ჰქონდა სხვადასხვა მეხსიერების ბარათები, ასევე, იპოვეს მიმოწერები, რომლებითაც დასტურდება, რომ მის ქმედებებს სისტემატიური სახე ჰქონდა.

43 წლის მამაკაცი დააკავეს და გამომძიებელთან გადაიყვანეს, საქმეზე კი უფრო ღრმა გამოძიება მიმდინარეობს, რადგან შეასძლოა მას კავშირი ჰქონდეს ბავშვთა პორნოგრაფიის დანაშაულთანაც.

onalem

ტესტ