fbpx
საზოგადოება

ბერძენი მოდელი მსოფლიოს 3 უსიმპათიურეს მამაკაცს შორის მოხვდა

25 წლის ანდრეას ბოტაიდისმა, რომელიც კატერინიდან არის, მსოფლიოს 3 უსიმპათიურეს მამაკაცს შორის საპატიო ადგილი დაიკავა.

მან მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში,  “Mister Universal Ambassador” , რომელიც იაპონიაში, კერძოდ კი, ტოკიოში გუშინ ჩატარდა.

ბოტაიდისი დიეტოლოგია და პარალელურად მოდელობით არის დაკავებული. მან საერთაშორისო კონკურსზე საბერძნეთი წარადგინა და ფინალში გავიდა.

მასთან ერთად ფინალურ ტურში გადავიდნენ ჩილეს, დომინიკის რესპუბლიკის და ყირგიზეთის წარმომადგენლები.

ანდრეა ამჟამად ათენში ცხოვრობს და აქტიურად მუშაობს. კონკურსზე კი მას შემდეგ გაემგზავრა, რაც წლის დასაწყისში “Mister GS Hellas 2019”-ის გამარჯვებული გახდა.

onalem

ტესტ