fbpx
პოზიტივისაზოგადოება

მამა ანტონიო – “თანამედროვეობის ნოე!”

სოციალური არასტაბილურობისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, საბერძნეთს აქვს პატივი ჰყავდეს ისეთი ადამიანი, რომელიც 2018 წლის ევროპის მოქალაქის პრიზზეა წარდგენილი. მამა ანტონიო არის არასამთავრობო ორგანიზაცია, “Κιβωτός του Κόσμου”-ს დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი. მისი მთავარი მიზანი ბავშვების დახმარება იყო.

ორგანიზაციის კარი პირველად არაოფიციალურად 1999 წელს გაიღო, ყოფილი კაფეტერიის შენობაში, რომლიც ხარჯებსაც იხდიდა ხალხი, რომელსაც მამა ანტონიოს დახმარება სურდა.

“მე არ მქონდა საშუალება, არ იყო ფული და საერთოდ, არაფერი გვქონდა. ვფიქრობდი, რომ ამ თვეს იმ კაფეში ვიქნებოდით, შემდეგ თვეში კი სხვა რამეს ვნახავდით. ჩემი მშობლები მასწავლიდნენ, რომ სოლიდარობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მახსოვს, დედაჩემი როგორ ზრუნავდა ყველაზე. როცა რაიმე რჩებოდა, ის მიდიოდა მეზობლებთან, რომლებიც იცოდა, რომ გაჭირვებაში იყვნენ და აძლევდა მათ.”

ზუსტად 10 წლის შემდეგ შეიქმნა შედარებით ძლიერი ორგანიზაცია, თუმცა, ეს მაინც პირველი ნაბიჯები იყო. მამა ანტონიოს სურდა დახმარებოდა ბავშვებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. თუმცა, არა მხოლოდ მათ, არამედ მათ დედებსაც.

წლების მანძილზე სოლიდარობის სახლები გამრავლდა და 2017 წლისთვის ისინი უკვე ფუნქციონირებდა ეპირუსში, კონიცაში და იოანინაშიც. როგორც თავად მამა ანტონიო ამბობს:

“ეს სახლები ბავშვებს არ უზრუნველყოფს მხოლოდ საკვებითა და თბილი ლოგინით. აქ არის ყველაფერი, რაც მათ უკეთესს გახდის. რაც მათ უბიძგებს, ხვალ გახდნენ უკეთესი მოქალაქეები. რომ ისინი სულიერად ჯანმრთელები იყვნენ. ჩვენ გვაქვს ბანაკი, საბავშვო ბაღი და სტომატოლოგიც კი გვყავს. ყველანაირი ხარჯი მოხალისეები და შემოწირულობების საშუალებით იფარება, მთავრობას აქ არანაირი წვლილი არ აქვს.”

 

onalem

ტესტ