fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ვიმყოფებით ურთულეს მდგომარეობაში და თუ ვერ მოვასწრებთ გამოსწორებას, კიდევ გაუარესდება” – ათანასიოს ცაკრის

მიკრობიოლოგიის პროფესორმა, ათანასიოს ცაკრისმა, Thema 104,6-თან საუბრისას აღნიშნა, რომ საბერძნეთში რთული მდგომარეობაა და აუცილებლად უნდა მოესწროს ამ ყველაფრის გაუმჯობესება.

“ფაქტობრივად, ახლა კორონავირუსის მეორე ტალღა გვაქვს და ჩვეულებრივად არის მოსალოდნელი, რომ ვიხილოთ ინფიცირებულთა რიცხვის კიდევ უფრო ზრდა. 

უნდა აღვნიშნო, რომ გაზაფხულთან შედარებით, ახლა ის განსხვავება გვაქვს, რომ დაინფიცირებულები არიან პატარა ასაკის ადამიანები და არის უფრო მეტი უსიმპტომო, შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, მსუბუქი ავადმყოფი.

თუ ვერ მოვასწრებთ ამ მდგომარეობის გამოსწორებას, ყველაფერი კიდევ უფრო გართულება და გვექნება ვირუსის გავრცელების ტენდენცია მოხუცებულებშიც. 

აუცილებელია ადამიანები იყვნენ სწორად ინფორმირებულები და ატარონ ნიღბები სწორად. ეს დაგვეხმარება არა მხოლოდ პანდემიის გავრცელების ტენდენციის შეჩერებაში, არამედ სეზონური გრიპების გადადებასაც აგვაცილებს თავიდან. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გადადება ხდება საუბრის დროსაც, ამიტომ არის აუცილებელი პირბადე იქნას სწორად გამოყენებული.

ჯანდაცვის სამინისტრომ მუდმივად უნდა აკონტროლოს RO ანუ ვირუსის გადამდებიანობის ინდექსი ქვეყანაში. 

არ გამოვრიცხავ არც ადგილობრივ კარანტინს და არც ზომების დაწესებას მომდევნო ეტაპებზე, თუ ვითარება არ შეიცვალა,” განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ