fbpx
საბერძნეთი

ათენის მუნიციპალიტეტი უსახლკარო ნარკოდამოკიდებულ 70 ადამიანს სასტუმროში შეიფარებს, რათა კორონავირუსისგან დაიცვას

გავრცელებული ინფორმაციით ათენის მუნიციპალიტეტმა, ნარკომანიასთან ბრძოლის ორ ორგანიზაციასთან, ΟΚΑΝΑ და ΚΕΘΕΑ-სთან ერთად, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, მუნიციპალიტეტი მზად არის სასტუმროში, Ιονίς, მიიღოს და შეიფაროს ნარკოდამოკიდებული 70-მდე ადამიანი, რომელთაც არ გააჩნიათ სახლ-კარი, რათა ისინი კორონავირუსისგან დაცულები იყვნენ.

მათი მასპინძლობა მოხდება ადამიანის უფლებების სრული დაცვითა და პატივისცემით. აღნიშნული სასტუმრო-ჰოსტელი მდებარეობს ხალკოკონდილის N41-ში და მოემსახურებათ 24 საათის მანძილზე.

უსახლკარო ადამიანებს ადგილზე შესთავაზებენ:

საცხოვრებელს

პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებებს

სამედიცინო მომსახურებას

კონსულტაციას

ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას და დაკავშირებას ჯანმრთელობის სერვისებთან

იურიდიულ მომსახურებას

მატერიალურ დახმარებსა

სოციალურ და შრომით ინტეგრაციას.

onalem

ტესტ