fbpx
საზოგადოება

“ხალხმა უნდა გაიგოს, რომ გარეთ არ უნდა გავიდეს!” – კორონავირუსით არის ინფიცირებული გარდაცვლილი 52 წლის ბიზნესმენის შვილიც

ცნობილი ბერძენი ბიზნესმენის, ნიკოს სპანოს გარდაცვალებამ საბერძნეთი შეძრა. მაგრამ ეს ახლა ოჯახის ერთადერთი ტრაგედია არ არის, საავადმყოფოშია მოთავსებული მისი ვაჟიც, რომელიც ასევე ინფიცირებულია და აბსოლუტურად ყველანაირი სიმპტომი აქვს გამოხატული.

უნდა აღინიშნოს, რომ არც 52 წლის სპანოსს და არც მის ვაჟს დაინფიცირებამდე არანაირი დაავადება არ აწუხებდათ. სამწუხაროდ მამა ვირუსთან ბრძოლაში დამარცხდა, ვაჟი კი დაახლოებით კვირანახევარია, რაც საავადმყოფოში წევს.

როგორც ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, ვირუსი ემართება ყველას და ეს არ არის მხოლოდ მოხუცების დაავადება. მას უკვე 10 დღეა 39 აქვს ტემპერატურა და ხალხს მოუწოდებს, ნუ იქნებიან დარწმუნებული, რომ მათ ეს არ დაემართებათ.

“ხალხს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომ ვირუსი ემართება ყველას, ისეთებსაც, ვისაც არ აქვთ არანაირი დაავადება, მაგალითად, როგორც მე. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ არ უნდა გავიდნენ გარეთ! არ უნდა გვყავდეს ახალი მსხვერპლი, ასე, უსამართლოდ. ვირუსი დაემართა მამაჩემს, რომელსაც არაფერი აწუხებდა. რამდენი ჭკუა სჭირდება ამის გაგებას? ნუთუ უნდა დაკარგონ თავიანთი მამები და დედები?!” – ამბობს ბიზნესმენის ვაჟი.

onalem

ტესტ