fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: მამას 5 თვის შვილი მანქანაში დარჩა და შემდეგ გარდაცვლილი იპოვა

ენით აღუწერელი ტრაგედია საბერძნეთში, კერძოდ, არტაში დატრიალდა. 37 წლის მამაკაცს თავისი 5 თვის გოგონა მანქანაში დარჩა, ხოლო როცა უკან დაბრუნდა, გარდაცვლილი დახვდა.

როგორც ირკვევა, მამაკაცს ბავშვი ჯერ სპეციალურ ჩვილთა ბაღში უნდა მიეყვანა და შემდეგ სამსახურში წასულიყო. ამ დრომდე გაურკვეველია როგორ დაავიწყდა მას გოგონა უკანა სავარძელზე და პირდაპირ სამსახურში წავიდა. როდესაც რამდენიმე საათის შემდეგ ბაღში ბავშვის გამოსაყვანად დედა მივიდა, უთხრეს, რომ მამას გოგონა იქ არ მიუყვანია. როდესაც ქალმა მეუღლეს დაურეკა, მამაკაცი მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, რომ შვილი მანქანაში დარჩა და უკვე მრავალი საათი იყო გასული.

მედია იუწყება, რომ მამაკაცი მაშინვე მივიდა მანქანასთან და შვილი გონებადაკარგული ნახა, პირიდან კი, ქაფი გადმოსდიოდა, როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო და ვერაფერს გააკეთებდნენ.

ამ ყველაფრის მოსმენისას ორივე მშობელმა გონება დაკარგა და მათაც დასჭირდათ პირველადი დახმარების გაწევა.

ჩვილის სიკვდილის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო პოლიცია ცდილობს დაადგინოს, როგორ შეიძლებოდა მამაკაცს საკუთარი შვილი ამდენი ხნის მანძილზე დავიწყებოდა.

onalem

ტესტ