fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი 29 წლის მარიოს ტურუციკას გლოვობს – ჩამოვარდნილი ხომალდის მეორე პილოტს ამ დრომდე ვერ პოულობენ

საბერძნეთის საჰაერო ძალებში 29 წლის მარიოს-მიხაილ ტურუციკასს გლოვობენ, რომელიც ერთ-ერთია იმ პილოტთაგან, რომელიც დღეს ანდრავიდას წყლებში ჩავარდა. 29 წლის ბიჭი, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მეორე მამაკაცის, 31 წლის ევსტათიოს ციტლაკიდის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, შესაბამისი უწყებების თავდაუზოგავი მუშაობის მიუხედავად.

საჰაერო ძალები ადასტურებენ, რომ ხომალდის ჩამოვარდნას ნამდვილად შეეწირა 29 წლის ლეიტენანტი მარიოს ტურუციკასი, რომელიც სასწავლო ფრენას ახორციელებდა. დაზიანებები, რომლებიც ახალგაზრდა ლეიტენანტმა მიიღო, სიცოცხლისთვის აბსოლუტურად შეუქცევადი აღმოჩნდა, თანაც, ვერცერთმა მათგანმა ხომალდიდან გადმოხტომა ვერ მოასწრო, რადგან ძალიან დაბლა ახორციელებდა ფრენას.

რაც შეეხება ამ დრომდე დაკარგულ ევსტათიოს ციტლაკიდისს, ის გამოცდილი მფრინავი იყო, 10 წლიანი გამოცდილებით, ნაფრენი ჰქონდა ათასობით საათი. მისი ოჯახი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

ლეიტენანტი მარიოს ტურუციკასი

onalem

ტესტ