fbpx
საბერძნეთი

თოვლი ატიკის რეგიონში პარასკევიდან და ტემპერატურის რადიკალური კლება კალიანოს პროგნოზით

მეტეოროლოგი იანის კალიანოსი მიმდინარე კვირიდან ტემპერატურის რადიკალურ ვარდნას პროგნოზირებს და აღნიშნავს, რომ თოვლი მოსალოდნელია ატიკის რეგიონშიც კი პარასკევიდან.

მისი პროგნოზის მიხედვით, ატიკის რეგიონში ითოვებს პარასკევსა და შაბათს, თუმცა, თოვა ისეთი უხვი არ იქნება, როგორც 2022 წლის იანვარში გვქონდა. მეტეოროლოგის ანალიზი, ატიკასთან მიმართებაში, შემდეგია:

პარასკევს საღამოს ითოვებს ზღვის დონიდან 600-700 მეტრზე
პარასკევს შუაღამით 500 მეტრზე.

შაბათს გამთენიისას კალიანოსი თოვლს გვპირდება ატიკის ჩრდილოეთით, 300-350 მეტრზეც კი, თოვა დილითაც გაგრძელდება, ხოლო შუადღეს 400-500 მეტრზე და მაღლა.

ხვალ დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა, დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში -8 გრადუსამდე, თესალიაში -5-იდან 11 გრადუსამდე იმერყევებს, ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვაში -1-დან 9 გრადუსამდე.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, ჰაერი 5-დან 10 გრადუსამდე გათბება, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთით 3-4 გრადუსით ნაკლები დაფიქსირდება.

onalem

ტესტ