fbpx
საბერძნეთი

ტრიკალაში ქურსუმის მეჩეთს უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს

როგორც ჩანს, ერდოღანის გადაწყვეტილებამ, რომელსაც ისტორიული შეცდომა უწოდეს, მრავალ პროვოკაციას დაუდო საფუძველი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ტრიკალაში მდებარე ქურსუმის მეჩეთს უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს.

შემთხვევა ორშაბათს შუაღამის საათებში მოხდა. როგორც ცნობილია, ეს მეჩეთი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ციცანის მუზეუმის გვერდით, ირკვევა, რომ ისტორიულ ძეგლს სერიოზული ზიანი არ მისდგომია, მაგრამ საქმეს მაინც იძიებენ, ვანდალიზმის მუხლით.

კურსუმის მეჩეთი იუნესკოს დაცვის ქვეშ იყო, დღეს კი, გარკვეული ღონისძიებებისთვის გამოიყენება.

onalem

ტესტ