fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: მამამ, რომელსაც შვილი მანქანაში დარჩა, თავის ჩამოხრჩობა სცადა

არტაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საბერძნეთი შეძრა. გარდაცვლილია 5 თვის ბავშვი, რომელიც საკუთარ მამას მანქანაში დარჩა და ბავშვი რამდენიმე საათის მანძილზე იმყოფებოდა მარტო. ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლებოდა, რომ ვერავის დაენახა სრულიად მარტოდ მყოფი გოგონა?!

მედიის ცნობით, მანქანა ნამდვილად ისეთ ადგილას იდგა, რომ ბევრი ადამიანი მიდი-მოდიოდა, საქმე იმაშია, რომ თავად მანქანას ჰქონდა დაბურული მინები და შეუძლებელი იყო, რომ ახალშობილი შეენიშნათ.

“ბავშვი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, მშობლები უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, თუმცა, ამას გარდა, შეძრულია თავად საავადმყოფოს პერსონალიც. ადამიანის გონებას უჭირს ამ ფაქტის გადახარშვა, მანქანა ხალხმრავალ ადგილას იდგა, თუმცა, დაბურული მინების გამო ვერავინ დაინახა ის. 

გოგონა საავადმყოფოში 3-დან 5 საათამდე შუალედში მიიყვანეს. ეს იყო დრო, როდესაც ექიმები და ექთნები იცვლებიან, თუმცა, როდესაც ბავშვის შესახებ გაიგეს, აბსოლუტურად ყველა მათგანი სამუშაო პოზიციებზე დარჩა, რომ დახმარებოდნენ, მაგრამ უკვე გვიან იყო, ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს. 

მშობლებს ფსიქიატრის დახმარება სჭირდებათ, მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული და დაცვა ჰყავს მიჩენილი, რადგან ბრალდებულია. მან მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ტელევიზორის კაბელით თავის ჩამოხრჩობა უნდოდა,” ამბობს საჯარო სააცვადმყოფოების თანამშრომელთა კავშირის პრეზიდენტი, მიხალის იანაკოსი.

onalem

ტესტ