fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში გადაადგილებაზე აკრძალვის დაბრუნება განიხილება – ექსპერტთა საბჭოს საგანგებო შეხვედრები

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების მომატებული შემთხვევების გამო აკრძალვების დაბრუნება განიხილება.

მუდმივად მიმდინარეობს ექსპერტთა საგანგებო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ფასდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და სწორედ ხვალინდელი შეხვედრის დროს განიხილება მოსალოდნელი ცვლილებები.

შესაძლოა დაბრუნდეს აკრძალვა გადაადგილებაზე, ღამის საათებში, რაც ამჟამად გაუქმებულია და ასევე აიკრძალოს მუსიკა კაფეებსა და რესტორნებში.

მიუხედავად ამისა, შეზღუდვებს ექნება ადგილობრივი სახე, რადგან როგორც პრემიერმა განაცხადა მთელი საბერძნეთი ვერ გადავა კვლავ კარანტინის პირობებში და ზომები მიიღება კონკრეტულ ტერიტორიებზე, სადაც ეს საჭირო გახდება.

onalem

ტესტ