fbpx
საბერძნეთი

დღეს წვიმა და თოვა ჩრდილოეთით, 12 დეკემბრიდან კი, საბერძნეთში კვლავ გაზაფხული მოდის

გასული ორი დღის მანძილზე საბერძნეთში დაბალი ტემპერატურა, ზოგან კი, ყინვა გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ზამთარი დიდხანს არ გრძელდება და მომდევნო კვირიდან კვლავ გაზაფხული მოდის.

დღეისთვის დაფიქსირდება კვლავ დაბალი ტემპერატურა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ საბერძნეთში, მოსალოდნელია წვიმა, ათენში ჰაერი გათებება 13 გრადუსამდე. იწვიმებს ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, კრეტასა და ევიაზე, ასევე, დასავლეთ თესალიაში.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური თოვას პროგნოზირებს პინდოსში, ასევე, ცენტრალურ და დასავლეთ მაკედონიაში. ჩრდილოეთით ტემპერატურა დღესაც მინუსებში იქნება, -5 გრადუსიდან 8 გრადუსამდე იმერყევებს.

მიუხედავად ამისა, როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან ტემპერატურა კვლავ მოიმატებს სამშაბათიდან და ფაქტობრივად, ისევ საგაზაფხულო ამინდი გვექნება, 20, ზოგან კი, 22 გრადუსითაც კი.

 

onalem

ტესტ