fbpx
საბერძნეთი

“წელს ზეთი იმისთვისაც არ გვექნება, რომ საჭმელი მოვამზადოთ” – ბერძენი მეწარმეები სასოწარკვეთილებაში არიან

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენი მეწარმეები ზეითუნის ზეთის ფასის მატების გამო სასწარკვეთილებაში არიან და მთავრობისგან ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვენ. ისინი საუბრობენ ყველაზე რთულ წელიწადზე, რაც კი ოდესმე ახსოვთ.

ზეითუნის ზეთი საბერძნეთში რეკოდრულად მაღალ ფასად იყიდება, ახალი წლის შეფასებები კი, კიდევ უფრო მეტი შეშფოთების საფუძველს იძლევა. კრეტელი მეწარმეები სასოწარკვეთას ვერ მალავენ და აცხადებენ, რომ მარაგი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ფინანსური ზარალი ძალიან დიდი აქვთ, ამ დრომდე კი, მდგომარეობის დასტაბილურების იმედი არ არის.

“მოსავალი, რომელიც წელს გვაქვს, იმისთვისაც არ კმარა, რომ ოჯახებში საჭმელი მოვამზადოთ, წვიმის და საჭირო ინფრასტუქტურის ნაკლებობის გამო, ზეთისხილის ხეების ცოცხლად და ჯანსაღად შენარჩუნება ძალიან ძნელია. იმისთვის, რომ პლანტაციები ჩვენთვითონ უზრუნველვყოთ, საჭიროა, რომ ჯიბეში ღრმად ჩავიყოთ ხელი, ახლა კი, ეს ჯიბეები უბრალოდ ცარიელია,” აცხადებენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ ზეითუნის ზეთი პირველი პროდუქტია მათ შორის, რომელთა ფასებიც უკიდურესად გაიზარდა, მარაგი საკმაოდ ცოტაა, ხოლო მეწარმეებს, ამ ყველაფრის პარალელურად, ქურდობასთან გამკლავებაც უწევთ.

onalem

ტესტ