fbpx
საბერძნეთი

მაისიდან ოქტომბრამდე – კვირაობით მაღაზიები ღია იქნება?

მთავრობის მიერ შემოღებულმა კანონმა აღშფოთება გამოიწვია სავაჭრო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანთა შორის. მიუხედავად იმის, რომ ისინი მუდმივად ჩივიან გაყიდვების შემცირების გამო, კვირას მუშაობა მაინც არავის სურს.

კერძოდ, კანონის თანახმად, მაღაზიებმა უნდა იმუშაონ კვირაობით, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, გარდა 2 აგვისტოსი.

ეს ყველაფერი ეხება მაღაზიებს, რომლებიც მდებარეობს: ათენის ცენტრში, პირეოსში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში (გლიფადა, აგიოს დიმიტრიოს, ალიმოს, ელინიკო, არგირუპოლი, კალითეა, მოსხატო, ტავროსი, ნეა სმირნი), ეს ასევე ეხება თესალონიკის ისტორიულ ცენტრს.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო ყველა საჭირო განმარტებას გააკეთებს.

onalem

ტესტ