fbpx
საზოგადოება

ყურადღება! ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში!

სოტირის ციოდრასმა, ახალი მონაცემების გამოქვეყნებასთან ერთად, განაცხადა, რომ ზომების მოხსნის შემდეგ, ოფიციალურად სავალდებულო იქნება, რომ თითოეულმა ადამიანმა ატაროს ნიღაბი დახურულ სივრცეებში.

მას შემდეგ, რაც გაიხსნება პატარა მაღაზიები, სალონები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და რაც მთავარია, დაიწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური გამოყენება, მოსახლეობამ ყველა აღნიშნულ ადგილას და ზოგადად, დახურულ სივრცეში, უნდა ატაროს ნიღაბი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფიქსირდება ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა, ხოლო საერთო ჯამში ვირუსით დაავადების 2.534 შემთხვევაა გამოვლენილი.

დღეს გარდაიცვალა ორი ადამიანი, რამაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 136-მდე გაზარდა.

onalem

ტესტ